5 მითი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ

მითი 1: გრიპი არ არის სერიოზული ვირუსი, ამიტომ ვაქცინა არ მჭირდება

ფაქტი: წელიწადში 650 000-მდე ადამიანი შეიძლება იღუპებოდეს გრიპის ვირუსით. ეს რიცხვი მხოლოდ რესპირატორული გზით სიკვდილს აჩვენებს, ამიტომ სავარაუდო გავლენა კიდევ უფრო მაღალია. ჯანმრთელი ადამიანებიც კი შეიძლება დაავადდნენ გრიპით, მაგრამ განსაკუთრებით საფრთხილოა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვისი იმუნური სისტემაც დაუცველია. ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში, თუმცა ზოგიერთს შეიძლება განუვითარდეს გართულებები, მათ შორის სინუსებისა და ყურის ინფექციები, პნევმონია, გულის ან ტვინის ანთება.

მითი 2: გრიპის ვაქცინის ორგანიზმში შეყვანა იწვევს გრიპის ვირუსს

ფაქტი: გრიპის ინექციური ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ ვირუსს, რომელიც ვერ გამოიწვევს გრიპს ორგანიზმში. თუ ვაქცინაციის შემდგომ გრძნობთ ტკივილს ან ოდნავ ცხელებას, ეს არის იმუნური სისტემის ნორმალური რეაქცია ვაქცინაზე და ჩვეულებრივ, გრძელდება მხოლოდ ერთი ან ორი დღე.

მითი 3: მე გავიკეთე ვაქცინა და მაინც დამემართა გრიპი, ასე რომ, ის არ მუშაობს

ფაქტი: გრიპის რამდენიმე ვირუსი მუდმივად ცირკულირებს, რის გამოც ადამიანები, ვაქცინაციის მიუხედავად, შეიძლება მაინც დაავადდნენ გრიპით. ხშირ შემთხვევაში, ვაქცინა სპეციფიკურია ერთი შტამისთვის, თუმცა, ის ზრდის გრიპისგან დაცვის შანსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსის ზემოქმედების სიმძიმის შესუსტებისთვის დაუცველი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებზე.

მითი 4: გრიპის ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები

ფაქტი: მეცნიერულად და ლაბორატორიულად, დადასტურებულია, რომ გრიპის ვაქცინა უსაფრთხოა. მძიმე გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია. მილიონიდან ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გილენ-ბარეს სინდრომი (GBS), რომელიც იწვევს კუნთების სისუსტესა და დამბლას.

გრიპის ვაქცინაციას მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს. მას შეუძლია: შეამციროს ვიზიტები ექიმის კაბინეტში და გრიპის გამო გაცდენილი სამუშაო, სკოლა თუ სხვა აქტივობები. სეზონებში, როდესაც გრიპის ვაქცინის ვირუსები მოცირკულირე გრიპის ვირუსების მსგავსია, ვაქცინა 40-60%-ით ამსუბუქებს სიმპტომებსა და ამცირებს გრიპთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს ადამიანებში, რომლებიც იცრებიან, მაგრამ მაინც ავადდებიან.

თქვენმა ვაქცინირებამ შეიძლება დაიცვას გარშემომყოფები, მათ შორის, უფრო მოწყვლადი ჯგუფები; ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები და გარკვეული ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები გრიპის ვირუსისგან.

მითი 5: ორსულად ვარ, ამიტომ არ უნდა გავიკეთო გრიპის ვაქცინა

ფაქტი: ინაქტივირებული გრიპის ვაქცინა უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე. ორსულებში განსაკუთრებით მოთხოვნადი უნდა იყოს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რადგან მათი იმუნური სისტემა ჩვეულებრივზე სუსტია. გარდა ამისა, ორსულობის დროს ვაქცინაცია ეხმარება ჩვილების დაცვას გრიპისგან სიცოცხლის პირველ თვეებში.

4 ნოემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.

This is a Shorthand story for reviewPublished stories don't show this section.

GIVE FEEDBACK TO THE STORY OWNER

This feature is not available in landscape. Please rotate your device.

GIVE FEEDBACK TO THE STORY OWNER

More than 4 characters is required
Name must contain only letters, hyphens, apostrophes, full-stops and spaces
Wait, that does not look like a valid email address!
Your feedback was sent to the story owner.
There is been an issue with submitting your feedback.

TEST ON ANOTHER DEVICE

This feature is not available in landscape. Please rotate your device.

TEST ON ANOTHER DEVICE