სეზონური გრიპის ვაქცინაცია - საფრთხე თუ გამოსავალი?

იმუნიზაცია, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა

რა არის ვაქცინაცია?

ვაქცინაცია მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზაა სახიფათო დაავადებებისგან ადამიანის დასაცავად, მანამ სანამ, მას ეს დაავადება შეხვდება. სპეციფიკური ინფექციებისადმი გამძლეობის წარმოსაქმნელად და  იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ვაქცინა სხეულის ბუნებრივი თავდაცვის სისტემას იყენებს.

სეზონური გრიპის ვაქცინა, როგორც ძლიერი დაცვა

რა არის სეზონური გრიპი და რა სიმპტომები ახასიათებს?

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ინფექციაა. გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს მსოფლიოში. სეზონური გრიპი არის მწვავე რესპირატორული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით. ის  ხშირად  იწვევს დაავადებებს,  ჰოსპიტალიზაციას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიკვდილსაც კი. ამ უკანასკნელს მოსახლეობის უმრავლესობა ხშირად ,,არასერიოზულად“ უყურებს და ფიქრობენ, რომ თუნდაც მაღალი ტემპერატურა მათ სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სეზონური გრიპის  სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც თუ ისე სახარბიელოა. საშუალოდ, სეზონური გრიპის შტამები ინფიცირებულ ადამიანთა 0,1 პროცენტს კლავს.

გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ყელის სიმშრალე, ტკივილი, მშრალი ხველა, ზოგადი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა 38°C- ზე მეტად არ იწევს. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას კი 39°C-მდე მატულობს. მძიმე შემთხვევისას 39-40 °C-ზე მეტია. გაურთულებელ შემთხვევაში გამოჯანმრთელება დგება 7-10 დღეში…

საკმაოდ საყურადღებო და საშიშია გართულებული გრიპი – რიგ შემთხვევებში მან შესაძლოა გაამწვავოს არსებული  ქრონიკული დაავადებები, გართულდეს პირველადი ვირუსული, მეორადი ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა ინფექციებით. ჩვილ ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები ან ცრუ კრუპის სინდრომი.

როგორ მუშაობს სეზონური გრიპის ვაქცინა?

სეზონური გრიპის ვაქცინა შეიცავს გრიპის ვირუსის მიკროსკოპულ ნაწილაკებს (ვირუსის ნაწილაკების ან მათი გენეტიკური მასალის ფრაგმენტებს). ეს ნაწილაკები არ იწვევენ დაავადებას, ამასთან, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის აქტივობას. როდესაც ვაქცინა ხვდება ორგანიზმში, იმუნური სისტემა "ცნობს" ვირუსის ნაწილაკებს და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას. ეს  ანტისხეულები სპეციალურად იმ კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლის წინააღმდეგაც ვაქცინა არის შექმნილი, რადგან გრიპის ვირუსი სწრაფად იცვლის ფორმას. სეზონური გრიპის ვაქცინების ყოველწლიური განახლება ხდება, რადგან მათ მოიცვან ის მასშტაბები, რომლებიც აქტიური იქნება კონკრეტულ სეზონში. გრიპის ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა. ამასთან, ვაქცინაციის შემდგომ პაციენტთა უმეტესობის გამოჯანმრთელება რამდენიმე დღეში ან მაქსიმუმ ორ კვირაში ხდება.

სეზონური გრიპის ვაქცინაციის - სარგებელი

1. სეზონური გრიპის ვაქცინა წარმოადგენს - ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას გრიპისგან თავდასაცავად. ის მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, რომ ადამიანი დაინფიცირდეს გრიპით. 

2. გრიპის გართულებების თავიდან აცილება - მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა არ არის 100%-ით სანდო, ის ბევრად ამცირებს გრიპის გართულებების (პნევმონიის, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის ) რისკებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში (ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, ორსულები, იმუნოდეფიციტური ადამიანები).

3.სეზონური გრიპის გავრცელების შემცირება - როდესაც ბევრ ადამიანს აქვს გრიპის ვაქცინა, კოლექტიური იმუნიტეტი (რომელიც ამცირებს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას) უზრუნველყოფს საზოგადოებაში უფრო მაღალი დაცვის დონეს.

4. გრიპის ვირუსის სწრაფი განვითარება - გრიპის ვირუსი სწრაფად იცვლება და მუტაციას განიცდის, ამიტომ ყოველწლიურად ახალი ვაქცინა მზადდება. ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ ორგანიზმი არის მზად ნაჩქარევი ცვლილებების მიმართ.

5. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - ვაქცინაცია ხვდება არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც, რადგან ის ხელს უწყობს მთელი მოსახლეობის დაცვას ინფექციებისგან.

რისკები (გვერდითი მოვლენები და შეზღუდვები)

უმეტეს შემთხვევაში გრიპის ვაქცინას აქვს მცირე და დროებითი გვერდითი ეფექტები:

1.ტკივილი ან შეშუპება ნემსის ადგილას.

2.მომატებული სიცხე ან ციებ-ცხელება.

3.თავბრუსხვევა ან სისუსტე.

4.მყისიერი ალერგიული რეაქცია ( ქავილი ან გამონაყარი).

5.ვაქცინაციის შემდეგ გრიპის სიმპტომები.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სიცხე) ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა ეს არ არის რეალური გრიპი, არამედ მხოლოდ იმუნური სისტემის პასუხი ვაქცინაზე. ეს ჩვეულებრივ მოკლევადიანი და ფიზიოლოგიური რეაქციაა.

ვაქცინა შეიძლება არ იყოს სრულად ეფექტური გარკვეულ შტამებთან, თუმცა მაინც ამცირებს ინფექციისა და გართულებების რისკს.

ზოგადად, გრიპის ვაქცინის მიღება რეკომენდირებულია, რადგან მისი ბენეფიტები მნიშვნელოვნად აღემატება რისკებს.

სეზონური გრიპის ვაქცინაცია საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ინფლუენზას (უფრო ცნობილი, როგორც “გრიპი”) წინააღმდეგ ვაქცინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა 18 ოქტომბერს, დაიწყო. ვაქცინები საქართველოში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს შემოვიდა და თბილისისა და რეგიონების კლინიკებში გადანაწილდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

მარნეულში სეზონური გრიპის ვაქცინაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ეთერ ლაფერაძის თქმით, იმუნიზაცია მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, „მედX“-სსა და სოფლის ამბულატორიებშია ხელმისაწვდომი. "ჯეო ჰოსპიტალში" ვაქცინაცია მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს არის შესაძლოებელი, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში კი ყოველდღიურად“. მარნეულში იმუნიზაცია 18 ოქტომბერს დაიწყო და მუნიციპალიტეტს ვაქცინის 700 დოზა გადაეცა. ლაფერაძე განმარტავს, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა მარნეულს არ აქვს.

"იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წილი გავრცელებულ ინფექციებს შორის 19 %-ზე მეტია, მის წინააღმდეგ ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში შეწყდა.

საზოგადოების აზრი სეზონური ვაქცინაციის შესახებ

ნინო ჭაბაშვილი - სტუდენტი

"სეზონური გრიპის ვაქცინაზე შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გრიპისგან თავდასაცავად და გართულებების რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ჩემთვის ეს საკითხი ინდივიდუალურ არჩევანთანაა დაკავშირებული. ზოგი ადამიანი ვაქცინაციას ირჩევს, რადგან ის უზრუნველყოფს დამატებით დაცვას გრიპის სეზონის დროს. სხვები, შესაძლოა, ვაქცინაზე უარს ამბობდნენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან პირადი შეხედულებების გამო. პირადად მე არასდროს ავცრილვარ მაგრამ ვთვლი, რომ ვაქცინაცია გონივრული გადაწყვეტილებაა, თუ რისკ-ფაქტორები გაქვთ ან მჭიდრო კონტაქტი გაქვთ ბევრ ადამიანთან, რადგან ეს არა მხოლოდ თქვენს, არამედ გარშემომყოფთა უსაფრთხოებასაც ემსახურება".

ციცინო ჯოხაძე - ექიმი

"გრიპის ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვის მექანიზმს გრიპის ვირუსის მიმართ, რაც ამცირებს დაავადების რისკებს და მძიმე გართულებების ალბათობას. როგორც ექიმი, მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინა არა მხოლოდ ასრულებს პრევენციის როლს, არამედ აუმჯობესებს იმუნური სისტემის რეაქციას ვირუსის მიმართ, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, როგორიცაა ხანდაზმული პირები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. გრიპის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდივიდუალური , არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ის ეხმარება ვირუსის გავრცელების შეჩერებას და ეპიდემიების თავიდან აცილებას".

ლია ხრიკული-მწვრთნელი

"გრიპის ვაქცინაცია არ არის აუცილებელი, რადგან ორგანიზმში არსებული ბუნებრივი იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ უკეთესად მოქმედებს, როდესაც ადამიანი რეგულარულად ვარჯიშობს და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ვარჯიში ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც ზრდის ორგანიზმის უნარს, გაუმკლავდეს გრიპის ვირუსს. გარდა ამისა, ბევრი ადამიანის შემთხვევაში ვაქცინაციური ეფექტი შეიძლება იყოს ნაკლები, ხოლო ვირუსი მუდმივად იცვლება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ვარჯიში საკმარისია იმისათვის, რომ ძლიერი იმუნიტეტი გვქონდეს".

სეზონური გრიპის ვაქცინაციის მნიშვნელობა

Change the section background colour to suit your story and use the Overlay options to soften the texture or blend this section with others.

Change the section background colour to suit your story and use the Overlay options to soften the texture or blend this section with others.

რისკჯგუფები

Clostridium perfringens growth

Clostridium perfringens growth

Clostridium perfringens growth

Clostridium perfringens growth

Clostridium perfringens growth

Clostridium perfringens growth

Clostridium perfringens growth

Clostridium perfringens growth

ბავშვები - ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკში, არიან გრიპის გართულებების მიმართ მეტად მგრძნობიარეები. მათ შორის ხშირად აღინიშნება ცხელება, შეშუპება და გართულებები, როგორიცაა პნევმონია, ოტიტი (ყურის ანთება), ბრონქიტი და სხვა.

რა უნდა გაითვალისწინონ? - ვაქცინაცია რეკომენდირებულია ყველა ბავშვისათვის, განსაკუთრებით მათთვის , რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (ასთმა, დიაბეტი და სხვა).

ორსულები - ორსულობის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ბუნებრივად იცვლება, რაც მათ უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, სეზონურმა გრიპმა ორსულ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გართულებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ასევე შვილს.

რა უნდა გაითვალისწინონ? - ორსულებისათვის რეკომენდირებულია გრიპის ვაქცინა, განსაკუთრებით მეორე და მესამე ტრიმესტრში. ეს ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას და მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს.

ხანდაზმული ადამიანები (65 წლის ზემოთ) - ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება, რაც ზრდის გრიპის გართულებების და სიკვდილიანობის რისკს. მათ უფრო მძიმედ გადააქვთ გრიპით გამოწვეული დაავადებები, (მაგალითად პნევმონია და ჰოსპიტალიზაცია).

რა უნდა გაითვალისწინონ? - ვაქცინაცია აუცილებელია ხანდაზმულებისთვის. დროულად უნდა მიიღონ სამედიცინო დახმარება, თუ გრიპის სიმპტომები აღმოაჩნდათ.

ქრონიკულად დაავადებული ადამიანები - რომლებსაც ააქვთ ასთმა, დიაბეტი, გულის და ფილტვის დაავადებები (COPD) და სხვა.

რა უნდა გაითვალისწინონ? -  ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად გაიკეთონ გრიპის ვაქცინა. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ გრიპის სეზონის დროს.

მითი

თუ

რეალობა

გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი უმნიშვნელკოვანესი თემაა დღევანდელ საზოგადოებაში. ხშირად ვხვდებით მასთან დაკავშირებულ მითებს და არასწორ ინფორმაციას, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აცრისაგან თავის შეკავებისაკენ უბიძგებს. ამით ბევრი ადამიანი საფრთხეში აყენებს არა მხოლოდ საკუთარ,არამედ სხვის ჯანმრთელობასაც, რადგან გრიპი სერიოზული დაავადება, რომელიც გართულებებს, კომპლიკაციებსა და ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილსაც კი იწვევს. რეალობაში, გრიპის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს.

მითი: “გრიპის ვაქცინამ შეიძლება ავად გაგვხადოს”

რეალობა: გრიპის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ამიტომ ის ვერ გამოიწვევს გრიპის დაავადებას.

მითი: “თუ უკვე მქონდა გრიპი, ვაქცინა აღარ მჭირდება”

რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელიწადში შეიძლება რამდენიმე ტიპის გრიპის ვირუსი გავრცელდეს, ვაქცინა დამატებით დაცვას გთავაზობთ.

მითი: “ვაქცინის გაკეთება კარგია მხოლოდ მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის”

რეალობა: გრიპის ვაქცინა რეკომენდირებულია ყველა ასაკის ადამიანისათვის, რადგან არ მოხდეს გრიპის პრევენცია.

მითი:“გრიპის ვაქცინის გაკეთება ყოველ წელს არ შეიძლება“

რეალობა: გრიპის ვირუსი ყოველწლიურად იცვლება (მუტირდება). ასე რომ, ყოველწლიურად ვაქცინაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ გაქვთ იმუნიტეტი იმ შტამების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევენ ეპიდემიას.

მითი:“ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება გრიპის ვაქცინა“

რეალობა: სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება საჭიროა, როგორც ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისათვის, ასევე ჯანმრთელი ინდივიდებისათვისაც, რადგან არავინ არ არის 100%-ით დარწმუნებული, რომ სეზონური გრიპი არ შეხვდება.

წითელი ჯვარი საქართველოში

წითელი ჯვარი (საქართველოს ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოება) საქართველოში აქტიურად იღებს მონაწილეობას სოციალური დახმარების, ჰუმანიტარული დახმარებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

მისი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის დაავადებების პრევენციას, სამედიცინო დახმარებას და ადამიანთა სოციალურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში.

სეზონური გრიპის ვაქცინაცია

წითელი ჯვარი საქართველო მხარს უჭერს გრიპის ვაქცინაციის კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას სეზონური გრიპის გავრცელებისგან.

როგორც წესი, ასეთ კამპანიებში მონაწილეობა ხდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) თანამშრომლობით. წითელი ჯვარი აქტიურად იღებს მონაწილეობას საინფორმაციო კამპანიებში, რათა უზრუნველყოს გრიპის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.

ცნობიერების ამაღლება

წითელი ჯვრის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობის გაძლიერება, განსაკუთრებით პრევენციისა და ვაქცინაციის საკითხებში.

1.ინფორმაციული კამპანიები: წითელი ჯვარი აწარმოებს სხვადასხვა ფორმატით კამპანიებს, რომლებიც ეხება გრიპის ვაქცინაციის საჭიროებას და იმ ეფექტებს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს სეზონური გრიპის გავრცელების შეჩერებას.

2.ჯანმრთელობის პროგრამები: სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ნაკლებადაა, წითელი ჯვარი ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას, როგორც ვაქცინაციის, ასევე ზოგადად ჯანმრთელობის დაცვისა და პირველი დახმარების საკითხებში.

3.მონაწილეობის მნიშვნელობა: წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ხშირად მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიებს, როგორიცაა გრიპის ვაქცინაციის დღეები და სპეციალური საინფორმაციო სესიები.

წითელი ჯვრის როლი საქართველოში არის როგორც სახალხო ჯანდაცვის, ისე სოციალურ დახმარების გადამწყვეტი მიმართულება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) რეგულარულად ახდენს გრიპის ვირუსის მონიტორინგს და იცავს გლობალური ჯანმრთელობის სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავს გრიპის გავრცელების შეჩერებას, ვაქცინაციის მაჩვენებლების ზრდას და ვირუსის ახალ შტამებთან ბრძოლის გაძლიერებას.

WHO, ასევე, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კოლაბორაციას, რათა ეფექტურად იხელმძღვანელონ გრიპის მართვაში.

WHO ძალიან აქტიურად მუშაობს გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდის თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია არ არის საკმარისად პოპულარული.

მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ პროგრამებს, რომლებიც უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფენ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის (ბავშვები, მოხუცები, ორსულები, იმუნოდეფიციტური პირები).

  WHO აქტიურად მუშაობს მსოფლიოში გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილში, სადაც ნაკლებია ვაქცინაციის მიღების უნარი ან სურვილი.

გრიპის სიმპტომებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა გრიპის გავრცელების შემცირების მიმართულებით.

სეზონური გრიპის ვაქცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გრიპის გავრცელების შესაჩერებლად და მისი შესაძლო გართულებებისგან საკუთარი თავის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინაციას ერიდება, ეს პროცესი მდგრადი და უსაფრთხო გზაა, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია, და ის, რაც ბევრს შესაძლოა მოსალოდნელ საფრთხედ მიაჩნდეს, ხშირად მხოლოდ მოკლევადიანი სიმპტომებია. სტატისტიკურად, ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ავადდებიან გრიპით, რაც გულისხმობს ნაკლებად ხშირ ჰოსპიტალიზაციებს, სერიოზულ გართულებებსა და გარდაცვალების შემთხვევებს.

Clostridium perfringens bacteria

Clostridium perfringens bacteria

გრიპის ვაქცინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში, რადგან ვაქცინირებულმა ადამიანებმა ნაკლებად შეიძლება დააჩქარონ ვირუსის გავრცელება.

აქედან გამომდინარე, სეზონური გრიპის ვაქცინა არის მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზა ინფექციისგან თავის დასაცავად.

კვლევა

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 54-მა საქართველოს მოქალაქემ.

კვლევის რესპონდენტთა 64.8 % მდედრობითი სქესისაა, 33.3 % კი- მამრობითი.

კვლევის მიხედვით 45.3 % საზოგადოების 18-30 ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 28.3% 31-40 წლამდე ასაკის პირია, 41-50 ასაკობრივ კატეგორიას გამოკითხულთა 18.9% მიეკუთვნება, ყველაზე ცოტა 7.5 % 51 წელი და ზემოთ არიან.

კითხვაზე, იკეთებთ თუ არა სეზონური გრიპის ვაქცინას გამოიკვეთა მაღალი მაჩვენებელი დიახ 67.3 %, ხოლო 32.7 % არ იცრება სეზონური გრიპის ვაქცინით.

საზოგადოების უმრავლესობა 54.7 %, თვლის, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა იცავს მათ ჯანმრთელობას. 34 % ფიქრობს, რომ ვაქცინაცია ნაწილობრივ იცავს, ხოლო 11.3 %  შეადგენს ის საზოგადოება, რომელიც თვლის, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია არ იცავს.

კვლევამ დაადასტურა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 29.6 % ეფექტური და უსაფრთხოა, ხოლო 4 % თვლის, რომ არ არის უსაფრთხო.

ინფორმაციის წყაროდ ყველაზე მეტი მაჩვენებლით 32.7 % ექიმი, ოჯახის წევრები და მეგობრები აღმოჩნდნენ. 23.1 % საერთოდ არ ეცნობა ინფორმაციას სეზონური გრიპის ვაქცინის შესახებ, ხოლო 11.5 % ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით იგებს.

საზოგადოების უმრავლესობა 75.9 % ფიქრობს, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგნენს. 24.1 % კი მიიჩნევს, რომ გრიპის ვაქცინაცია საფრთხის შემცველია.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა გრიპის ვაქცინას იკეთებს. დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ეფექტურია, იცავს გრიპისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოება ენდობა გრიპის ვაქცინაციას და ხედავს მას როგორც აუცილებელ და ეფექტურ საშუალებას.

ჯანმრთელობა შენი არჩევანია!

ავტორი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ ეგაძე

This is a Shorthand story for reviewPublished stories don't show this section.

GIVE FEEDBACK TO THE STORY OWNER

This feature is not available in landscape. Please rotate your device.

GIVE FEEDBACK TO THE STORY OWNER

More than 4 characters is required
Name must contain only letters, hyphens, apostrophes, full-stops and spaces
Wait, that does not look like a valid email address!
Your feedback was sent to the story owner.
There is been an issue with submitting your feedback.

TEST ON ANOTHER DEVICE

This feature is not available in landscape. Please rotate your device.

TEST ON ANOTHER DEVICE